LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბახტაძე: სუს-მა შეძლო და პრევენცია გაუკეთა უმძიმეს დანაშაულს

75
mamukabaxtaze1

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ აუდიო ჩანაწერს, სადაც სავარაუდოდ, მალხაზ მაჩალიკაშვილი მის ძმისშვილს ესაუბრება პრემიერი ეხმაურება. მამუკა ბახტაძის განცხადებით, როგორც გუშინ გახდა ცნობილი, სუს-მა უმძიმესი დანაშაულის პრევენცია მოახდინა. პრემიერი ამბობს, რომ მტკიცებულებებს პროკურატურა შეისწავლის, თუმცა ის უსაფრთხოების სამსახურის მუშაობით კმაყოფილია და მადლობას უხდის.

“სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა შეძლო და პრევენცია გაუკეთა უმძიმეს დანაშაულს, ჩვენ ყველამ ვიხილეთ ეს გუშინ, პროკურატურამ გააკეთა განცხადება, ისინი სწავლობენ მტკიცებულებებს, რასაც მოჰყვება შემდეგ შესაბამისი სამართლებრივი პროცედურები. მე მსურს გიპასუხოთ როგორც როგორც რიგითმა მოქალაქემ, მე გუშინ დავინახე, რომ უსაფრთხოების სამსახურმა შეძლო უმძიმესი დანაშაულის პრევენცია და მადლობა მინდა გადავუხადო.”- განაცხადა ბახტაძემ

შეგახსენებთ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მაჩალიკაშვილს ტერორისტული აქტის ორგანიზებით რამდენიმე პირის მკვლელობის მცდელობაში ადანაშაულებს.

უწყებამ მალხაზ მაჩალიკაშვილისა და მისი ძმისშვილის ფარული ჩანაწერი გამოაქვეყნა, სადაც დიალოგი ქისტურ ენაზე მიმდინარეობს. უწყების ცნობით, მაჩალიკაშვილი ტერორისტული აქტის ჩადენას დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ მაჩხაანში, სუს-ის უფროსის ყოფილი პირველი მოადგილის, იოსებ გოგაშვილის, მამის საფლავზე, იოსებ გოგაშვილისა და მისი თანმხლები პირების მისვლის დროს აპირებდა.

მალხაზ მაჩალიკაშვილი კი  ტერორისტული აქტის მომზადებას კატეგორიულად უარყოფს. ის მის წიანაღმდეგ მიმდინარე კამპანიაზე ლაპარაკობს. მაჩალიკაშვილი ამბობს, რომ ადგილი აქვს ცხელ გულზე მის მიერ ნათქვამი სიტყვების მანიპულირებას. ამ განცხადებების პროვოცირებას კი მისი პოზიციით, თავად ძალოვანი უწყებები ახდენენ, რომლებიც მისი შვილის მკვლელობის საქმეს არ იძიებენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები