LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბაიდენი ზელენსკის ესაუბრა – პრეზიდენტებმა სამომავლო გეგმები განიხილეს

76
ზელენსკი ბაიდენი ალუდა

ვოლოდიმირ ზელენსკიმ და ჯო ბაიდენმა სატელეფონო საუბარი გამართეს. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ავრცელებს.

როგორც ზელენსკი წერს, საუბრისას ბაიდენთან ერთად უკრაინის ფინანსური მხარდაჭერის შესაძლებლობები განიხილეს.

„ამერიკის პრეზიდენტთან ხანგრძლივი სატელეფონო საუბარი გვქონდა. დეესკალაციის კუთხით ბოლოდროინდელი დიპლომატიური ძალისხმევა განვიხილეთ და ერთობლივ სამომავლო ქმედებებზე შევთანხმდით. მადლობა გადავუხადე პრეზიდენტ ჯო ბაიდენს სამხედრო დახმარებისთვის. ასევე განვიხილეთ უკრაინის ფინანსური მხარდაჭერის შესაძლებლობები“, – დაწერა ვოლოდიმირ ზელენსკიმ Twitter-ზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები