LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბაია პატარაია: „რომელი მაჩო კაცი კობახიძე გვყავს, გვარამია რომ „ექალაჩუნება”?

333
gvrm2010

უფლებადამცველი ბაია პატარაია ირაკლი კობახიძის განცხადებას ეხმაურება, სადაც „ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა „მთავარი არხის“ გენერალურ დირექტორს „ქალაჩუნა“ უწოდა და აღნიშნავს:

„ძალიან მაინტერესებს, ირაკლი კობახიძე რომ ნიკა გვარამიას “ქალაჩუნას” ეძახის, რომელი სიძულვილის გამოვლინებაა? რომელი მოტრეტილი-ბელენგძგვერა მაჩო კაცი კობახიძე გვყავს, გვარამია რომ “ექალაჩუნება”? რას გვეუბნება ამით, რომ ფემინურობა კაცში დასაძრახია?! მაშინ თვითონ რატომ არ დათმო თავისი ფემინურობა? (სხვათაშორის, ძალიანაც სწორად მოიქცა, რომ არ შეელია თავის გრძელ თმას). ჰოდა, თვითონ თუ არ თმობს თავის წილ “ფემინურობას”, სხვისგან რას ითხოვს? (აქვე დავძენ ფემინურობა ძალიან კარგია და ძალიანაც უხდებათ კაცებს, ისევე, როგორც ქალებს უხდებათ მასკულინობა).

გვაქვს ადამიანებს იმის თავისუფლება, რომ თავი ისეთი სამოსით, ვარცხნილობით და მანერებით წარმოვიჩინოთ, როგორიც მოგვწონს და გვეკომფორტულება და ეს არ იცის ირაკლი კობახიძემ, რომელიც თავს კონსტიტუციის მამას უწოდებს? თუ უფლებები მხოლოდ ფურცელზე დასაწერად მოსწონს, რეალურ ცხოვრებაში კი არ სურს მათი პატივისცემა?

ქალურობაზე ნუ დასცინით ერთმანეთს, კაცებო!

ძალიან, ძალიან მაგარი რამეა ქალობა და იამაყეთ, თუ რამე გცხიათ ქალისა. ქალურობა სირცხვილი არ არის!

პ.ს. თუ ვინმე გამოენთება და მეტყვის, რომ “ქალაჩუნობაში” ქალურობა არ იგულისხმებოდა, სიტყვას დაუკვირდეს. და თუ მაინც დაიჟინებს, რომ უბრალოდ ცუდად შერჩეულია სიტყვაა და მშიშარას გულისხმობდა… ოღონდაცა, რააა… მშიშარას გარდა ყველაფერი შეიძლება ეძახო ნიკა გვარამიას.

დიახ, ი. კობახიძის ეს გამოთქმა არის სექსიზმი. და მარტო ნიკა გვარამიას კი არ მიემართება, მთელ საქალეთს და ქალობას ამცირებს“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები