LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბაია პატარაია: „გამოვა ნანუკა და ქალს ეტყვის, მე რომ გავეუპატიურებინე ვინმეს, ასე კი არა, ისე მოვიქცეოდიო…“

550
baiananuka

უფლებადამცველი ბაია პატარაია სოციალურ ქსელში ნანუკა ჟორჟოლიანის გუშინდელი გადაცემის თემას ეხმაურება. ნანუკას სტუმრად ჰყავდა ქალბატონი, რომელმაც გოგი წულაია სექსუალურ ძალადობაში დაადანაშაულა.

ბაია პატარაიამ დაწერა:

„რაღაცას ვცდილობთ, ვწვალობთ, სტერეოტიპების შეცვლა გვინდა, ისედაც საშინლად უჭირთ სექსუალური ძალადობის მსხვერპლებს საკუთარი სიმართლის მტკიცება და მერე გამოვა დიდი უფლებადამცველი ნანუკა ჟორჟოლიანის შოუ / Nanuka Zhorzholiani’s Show და ქალს ეტყვის, მე რო გავეუპატიურებინე ვინმეს, ასე კი არა, ისე მოვიქცეოდიო, ეს როგორ გააბედვინეო, ესე რატო არ ქენი და ისე რატო ქენიო, სხვანაირად მოქცეულიყავი და ეგ არ დაგემართებოდაო და ათასი მავნებლობა.

მერე კიდევ უკვირთ, შენ რომ იცავ, იმ ქალებს, რატომ არ ურჩევ ნანუკას შოუში მონაწილეობასო, რაღაცა „ლიჩნი ნეპრიაზნი“ გაქვს ეტყობაო და მთელ ამხელა სამყაროში „იმენნა“ ნანუკასი გშურსო“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები