LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბაია პატარაია: “არსებობს მამრების ქვე-კატეგორია, რომელიც ისტერიულად მთაგავს ნიკოლოზ ბასილაშვილის სპორტულ წარმატებაზე”

700
BeFunky-collage

უფლებადამცველი ბაია პატარაია წერს, რომ ყოფილ მეუღლეზე ძალადობაში ბრალდებული ნიკოლოზ ბასილაშვილის გულშემატკივრების აგრესია მის მიმართ მაშინ იზრდება, როცა ბასილაშვილი წარმატებას აღწევს ხოლმე. ამის შესახებ პატარაია სოციალურ ქსელში წერს.

“არსებობს მამრების ქვე-კატეგორია, რომელიც ისტერიულად მთაგავს ნიკოლოზ ბასილაშვილის სპორტულ წარმატებაზე, (მარცხის დროს არ მაწუხებენ).

ამ მამრების აზრით:

1. ბასილაშვილმა თამაში/ტურნირი პირადად მე მომიგო;

2. ამით მიმტკიცებენ, რომ ბასილაშვილი კარგი სპორტსმენია, (ოღონდ მე არასდროს შემიფასებია მისი სპორტსმენობა);

3. მიმანიშნებენ, რომ ჩემპიონებს ცოლის ცემა ეპატიებათ, რადგან გამარჯვებული ყოველთვის მართალია.

პ.ს. თქვენ მოგიყევით, თორემ იმათი კოგნიტური უნარების პირობებში, არა მგონია, ოდესმე რამეს მიხვდნენ,”-წერს ბაია პატარაია.

ნიკოლოზ ბასილაშვილი ინდიან-უელსის მასტერსის ფინალში გავიდა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები