LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბაგებში სროლის შედეგად დაშავებულების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება

179
hospital

ექსპერტიზის ბიუროსთან სროლის შედეგად დაშავებული ორი მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ამის შესახებ ჟურნალისტებს ხეჩინაშვილის სახელობის კლინიკის ექიმმა, ნიკოლოზ ფერაძემ განუცხადა.

„სასწრაფო დახმარების მიერ შემოყვანილ იქნა ორი საშუალო ასაკის მამაკაცი. ერთს აღენიშნებოდა ცეცხლსასროლი ჭრილობა მარჯვენა ქვედა კიდურში, მცირე ძვლის დაზიანებით და აყვანილ იქნა საოპერაციოში ქირურგიული ჩარევის მიზნით. მეორე პაციენტს რაც შეეხება, მას აღენიშნებოდა მარცხნივ ბარძაყის უკანა ზედაპირზე საშუალო ზომის ჭრილობა. მასაც ჩაუტარდება ოპერაციული მკურნალობა. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება“,- განაცხადა ექიმმა.

ბაგებში, ექსპერტიზის ბიუროსთან დღეს საღამოს სროლა იყო. მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 117-ე და 237-ე მუხლებით მიმდინარეობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები