LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბადრი ჯაფარიძე გია ვოლსკის წინააღმდეგ – ბიზნესმენი ოცნების დეპუტატს უჩივის

142
page

ბიზნესმენი ბადრი ჯაფარიძე, რომელიც საჯარო განცხადებებით ნაკლებად გამოირჩევა, ამჯერად ინფორმაციას ოფიციალურად ავრცელებს და “ქართული ოცნების” დეპუტატის, გია ვოლსკის წინააღმდეგ სასამართლოში ჩივილს აანონსებს. 

ჯაფარიძე აცხადებს, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები პროკურატურის პარალელურად მუდმივად ბრალმდებლების როლში არიან და მისი და მამუკა ხაზარაძის მიმართ არასწორ “ფაქტებზე” საუბრობენ.

ამ მხრივ გამოირჩევა პარლამენტის ვიცე სპიკერი გია ვოლსკი, რომელიც ჩვენი მისამართით ცილისწამებას არ იშურებს და ყოვლად აბსურდულ და შეთითხნილ ბრალდებებს რეგულარულად საჯაროდ გამოთქვამს. ბატონი ვოლსკი პროკურატურის მიერ დადგმულ ბრალდებასაც არ სჯერდება და მათ საამებლად ახალ “ფაქტებს” იგონებს”, – აცხადებს ჯაფარიძე.

სწორედ ამიტომ ბიზნესმენი პარლამენტარისგან მისი განცხადებების საჯარო უარყოფას ითხოვს, პატივისა და ღირსების შელახვისთვის კი სასამართლოს მიმართავს და კონკრეტულ თანხას – 221 952 ლარის ფინანსური სანქციის დაკისრებას ითხოვს.

ბადრი ჯაფარიძემ მისივე განცხადებაში ცილისწამების მაგალითად, გია ვოლსკის ერთ-ერთი განცხადება მოიყვანა, სადაც პარლამენტის ვიცე-სპიკერი ხაზარაძე-ჯაფარიძეზე ამბობს, რომ ისინი პოლიტიკას ტყუილით იწყებენ. 

“ცდილობენ ისე წარმოაჩინონ სიტუაცია, ვითომ პოლიტიკაში შემოსვლას ლამობენ, პოპულარულები არიან და ერთი სული აქვს სახელმწიფოს გზები მოუჭრას პოლიტიკაში შემოსასვლელად, რაც არ შეესაბამება სინამდვილეს“, – ამბობს ვოლსკი. ის 17 მილიონის ტრანზაქციასაც ეხება და მას საეჭვოს უწოდებს.

ამ თემას გია ვოლსკი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ეს ჯაფარიძის მხრიდან ერთგვარი ფანდია, რათა მთავარი კითხვები თავიდან აიცილოს.

პარლამენტის ვიცე-სპიკერი განმარტავს, რომ თუ პოლიტიკაში ხარ, ყველა კითხვას პასუხი უნდა გასცე. ის აქცენტს ჯაფარიძის მოთხოვნილ ფინანსურ სანქციაზეც აკეთებს:

თუ განათლებაში 221 ათასი ლარის ჩადება უნდა, ჩადოს, ფული არ აქვს თუ რა? უნდა, კრედიტი მომცეს და შემდეგ ეს კრედიტი მის ანგარიშზე შევიტანო და იქიდან დახარჯოს“, – ამბობს გია ვოლსკი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები