LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Backstreet Boys-მა სიმღერაზე No Place ემოციური ვიდეო გამოაქვეყნა

49739098_847292062286491_7108127139228024832_n

Backstreet Boys-ის ოფიციალურ Youtube არხზე სიმღერის No Place პრემიერა შედგა. საინტერესოა, რომ სიახლე ქსელში კლიპთან ერთად გავრცელდა, რომელსაც ბოი-ბენდის წევრებისთვის და მათი თაყვანისმცემლებისთვის ემოციური დატვირთვა აქვს. მუსიკალურ რგოლში ბიჭები მეუღლეებთან და შვილებთან ერთად მონაწილეობენ.

აღსანიშნავია, რომ სიახლე ამერიკული პოპ-ჯგუფის მეცხრე სტუდიურ ალბომში DNA შედის, რომელიც დღის სინათლეს 25 იანვარს იხილავს.

შეგახსენებთ, რომ დისკიდან უკვე ცნობილია სინგლები Chances და Don’t Go Breaking My Heart, რომლისთვისაც კოლექტივმა ,,გრემის” ნომინაცია მიიღო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები