LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აზერბაიჯანში ირანიდან დაბრუნებული 23 ადამიანი კარანტინშია

310
university-hospital-pneumonia-protective-coronavirus-zhongnan-patient-f787a00c-4322-11ea-a1a6-739c4e9997c5

აზერბაიჯანში ირანიდან დაბრუნებული 23 ადამიანი კარანტინში იმყოფება. ისინი ირანის იმ რეგიონში იმყოფებოდნენ, სადაც კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები დაფიქსირდა.

ამჟამად 23 ადამიანი დაკვირვებას ჯალილაბადის რაიონის საავადმყოფოში გადის.

გამოკვლევის დროს ორი პირის ტემპერატურა ნორმას აღემატებოდა, თუმცა, მათ ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები არ ჰქონიათ.

ინფორმაციას ადგილობრივი საინფორმაციო სააგენტო APA ავრცელებს.

ცნობისთვის, მსოფლიო მასშტაბით კორონავირუსმა ამ დროისთვის 2 701 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. 80 150 ინფიცირებულიდან გამოჯანმრთელებულია 27 626 ადამიანი.

8 დაღუპული და 43 ინფიცირებული – რა ზომებს იღებს ირანი კორონავირუსთან დაკავშირებით

ავსტრიასა და ხორვატიაში კორონავირუსის პირველი შემთხვევები დაფიქსირდა

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები