LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აზერბაიჯანში ასტრაზენეკას და “სპუტნიკ V-ს კომბინაციის ცდები დასრულდა – რა მოლოდინები აქვთ რუსეთის პირდაპირი ინვესტიციების ფონდში

106
1

“შედეგები შეიძლება საოცარი იყოს,” – განაცხადა რუსეთის პირდაპირი ინვესტიციების ფონდის დირექტორმა მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ აზერბაიჯანში, კოვიდვაქცინების “ასტრაზენეკასა” და “სპუტნიკ V”-ს კომბინაციის ეფექტიანობის პირველი კვლევა დასრულდა.

კირილ დმიტრიევის განცხადებით, კვლევის შედეგების გამოქვეყნება ივლისის ბოლოს იგეგმება.

როგორც მან აღნიშნა, ფიქრობენ, რომ ცდის შედეგები ამ მიდგომის მაღალ ეფექტიანობას აჩვენებს.

“ეს საშიში ტენდენციაა” – WHO-ს მეცნიერი ვაქცინების შერევაზე

“სპუტნიკისა” და “ასტრაზენეკას” კომბინაციის პირველი კვლევა აზერბაიჯანში დასრულებულია. კვლევის შედეგების გამოქვეყნება ივლისის ბოლოს იგეგმება. “სპუტნიკი” იყო პირველი ვაქცინა, რომელმაც “ასტრაზენეკასთან” ერთობლივი კვლევების ჩატარება შესთავაზა. ჩვენ ვფიქრობთ, რომ აზერბაიჯანში ჩატარებული კვლევები ამ მიდგომის მაღალ ეფექტიანობას აჩვენებს. შედეგები შეიძლება საოცარი იყოს.” – აღნიშნა დმიტრიევმა.

სხვადასხვა წარმოების კოვიდვაქცინების შერევის ტენდენციას საშიშს უწოდებენ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციაში და ამბობენ, რომ მაშინ, როდესაც არ არსებობს მტკიცებულებები და რაციონალური დასაბუთება, რომ სხვადასხვა ვაქცინა ერთმანეთს ეფექტიანად შეეთვისება, ასეთი ექსპერიმენტები საშიშია.

ამის შესახებ ჯანმო-ს მეცნიერმა სოუმია სვამინათანმა WHO-ს ონლაინბრიფინგზე ისაუბრა და ასევე თქვა, რომ ქვეყნებში ქაოტური სიტუაცია იქნება, თუ მოქალაქეები დაიწყებენ გადაწყვეტილების მიღებას, როდის და ვინ მიიღებს ვაქცინის მეორე, მესამე და მეოთხე დოზას.