LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აზერბაიჯანის სკოლებში არავაქცინირებულ მასწავლებლებს არ დაუშვებენ

83
1

აზერბაიჯანის სკოლებში ახალი სასწავლო წელი 22 სექტემბერს იწყება, მანამდე კი ქვეყნის განათლების სისტემა მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას იღებს – სკოლებში არავაქცინირებულ პედაგოგებს არ დაუშვებენ. 

ინფორმაციას აზერბაიჯანის განათლების სამინისტროზე დაყრდნობით ადგილობრივი მედია ავრცელებს და წერს, რომ ახალ სასწავლო წელს, ტრადიციულად, სკოლებში დაბრუნების მთავარი პირობა აღმზრდელთა ვაქცინაციაა:

“ამჟამად, კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით პედაგოგთა 80 პროცენტზე მეტია აცრილი, თუმცა, მნიშვნელოვანია, რომ ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე ვაქცინაციის კამპანიაში კიდევ უფრო მეტი აღმზრდელი ჩაერთოს”, – წერია ინფორმაციაში, რომელშიც ასევე აღნიშნულია, რომ სწორედ პედაგოგების ჯგუფი იყო ერთ-ერთი პირველი მიზნობრივი კატეგორია, რომელიც აზერბაიჯანში იმუნიზაციის პროცესში ჩაერთო.

არავაქცინირებულ პედაგოგებს არ ექნებათ უფლება შევიდნენ საგანმანათლებლო დაწესებულებებში.

ყველა საგანმანათლებლო დაწესებულების თანამშრომელმა აქტიურად უნდა მიიღოს მონაწილეობა ვაქცინაციის პროცესში საკუთარი და სხვების ჯანმრთელობისთვის.

“მოვუწოდებთ ყველა პედაგოგს, იყოს აცრილი და დაიცვას სანიტარული წესები და ჰიგიენური ნორმები”, – აცხადებენ აზერბაიჯანის განათლების სამინისტროში.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები