LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„აზერბაიჯანის ჯარებმა სტეფანაკერტის დაბომბვა დაიწყეს“ – სომხური წყაროები ყარაბაღში კონფლიქტის გამწვავებაზე იუწყებიან

160
ყარაბაღის კონფლიქტი

„აზერბაიჯანის ჯარებმა სტეფანაკერტის დაბომბვა დაიწყეს“, – ამის შესახებ telegram არხზე სომხური წყაროები იტყობინებიან.

მათივე ცნობით, აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმადაც რეგიონში „ადგილობრივი ხასიათის ანტიტერორისტული ღონისძიებები დაიწყო“.

 

სროლა სტეფანაკერტში – წყარო: Ateo Breaking

 

ამავე წყაროების ცნობით, რუსეთმა, რომლის სამშვიდობოები ახლა არაღიარებულ რესპუბლიკაში იმყოფებიან და ადგილობრივი მოსახლეობა სამხედრო აგრესიისგან უნდა დაეცვათ, გადაწყვიტა კონფლიქტში, არ ჩარეულიყო.

აზერბაიჯანული მხარის განცხადებაში კი ნათქვამია, რომ სამხედრო მოქმედებები კოორდინირებული იყო რუსეთთან.

ამასთან,აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, აგდამის მიმართულებით ქვეყნის შეიარაღებული ძალების პოზიციები სომეხი სამხედროების ინტენსიური ცეცხლის ქვეშაა.

სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, 14:00 საათისთვის  ვითარება სომხეთის საზღვრებზე შედარებით სტაბილურია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები