LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აზერბაიჯანი – სომხეთი ჩვენს დასახლებულ პუნქტებს მომბავს

90
ყარაბაღი

აზერბაიჯანული მედია, ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ აზერბაიჯანის დასახლებულ პუნქტებზე, გორანბოის, ტარტარის, აღდამისა და აღჯაბედის რაიონებზე დილიდან ხორციელდება თავდასხმები.

ამავე წყაროს ცნობით, სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა აღნიშნული ტერიტორიების წინააღმდეგ საარტილერიო ცეცხლი დილით, 07:35 საათზე გახსნა.

„ჩვენი არმია ადეკვატურ ზომებს ახორციელებს,“ – აცხადებენ აზერბაიჯანის თავდაცვის უწყებაში.