აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების მიერ განხორციელებული თავდასხმის შედეგად 3 სომეხი სამხედრო დაიღუპა, 2 კი -დაიჭრა, – ინფორმაციას სომხური მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

„აზერბაიჯანელმა სამხედროებმა სომხეთის საზღვრის ჩრდილო – აღმოსავლეთით შეტევა 28 ივლისს 03:40 საათზე დაიწყეს“, – აცხადებენ უწყებაში.

მათივე ინფორმაციით, საბრძოლო მოქმედებები და ორმხრივი სროლები კვლავ გრძელდება.

თემო ლობჟანიძე
ავტორი

მსგავსი თემები