LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ავტოსაგზაო შემთხვევას სამტრედიაში ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

75
BeFunky-collage (2)

სამტრედიაში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. “ტოიოტას” მარკის ავტომობილი “ფორდ ტრანზიტს” შეეჯახა. გარდაიცვალა ავტომობილის მძღოლი.

“ფორდ ტრანზიტში” მყოფი ორი ადამიანი კი საავადმყოფოში გადაიყვანეს, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ინფორმაცია “ფორტუნას” შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რომელმაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები