LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ავტოსაგზაო შემთხვევა თუშეთში: სატვირთოს მძღოლმა გადმოხტომა მოასწრო

191
BeFunky-collage (4)

ფშაველი-აბანო-ომალოს დამაკავშირებელ გზაზე სატვირთო გადავარდა. გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა გვიან ღამით, იმ დროს მოხდა, როდესაც მცირე ტიპის სატვირთო თუშეთიდან ბარის მიმართულებით მოძრაობდა.

“ფორტუნასთან” შს სამინისტრო განმარტავს, რომ საქმეზე გამოძიება დაწყებულია 276 მუხლით, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას.

უწყების ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად მსუბუქად დაშავდა მძღოლი, რომელიც სასწრაფო დახმარების ბრიგადამ სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანა.

“ფორტუნას” ინფორმაციით, სატვირთოს მძღოლმა შემთხვევის დროს მანქანიდან გადახტომა მოასწრო, რა დროსაც მან დაზიანებები მიიღო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები