LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ავტომობილის გარეშე: თბილისში ველომსვლელობა მიმდინარეობს

118
71475329-446972119361088-592281942943072256-n

ავტომობილის გარეშე საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით თბილისში ველომსვლელობა მიმდინარეობს.ღონისძიებაში მონაწილეობას იღებენ: საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, სპორტსმენები, სამოქალაქო საზოგადოებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლები.

“მხარს ვუჭერთ ალტერნატიულ ტრანსპორტს, მხარს ვუჭერთ ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტს კარგ ინფრასტრუქტურას ფეხით მოსიარულეთათვის და მეტ ფიზიკურ აქტივობას. დღეს ველოსიპედებით გავაკეთებთ სიმბოლურ მარათონს, სადაც გავუწევთ პოპულარიზებას ალტერნატიულ, ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტს. საქართველოც თანდათან ფეხს უწყობს იმ მსოფლიო ტენდენციას, რომელიც არის განვითარებულ სამყაროში. 10 გამოწვევაში, რომელიც წარვადგინეთ, არის ერთ-ერთი გარემო და ეკოლოგია და სწორედ დღე ავტომობილების გარეშე არის ის დღე როდესაც ვაჯამებთ, რისი გაკეთება შევძელით და ვფიქრობთ, რისი გაკეთება გვინდა მომავალში”, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვძემ

მსვლელობამ სტარტი უნივერსიტეტის ქუჩაზე, თსუ-ის მაღლივი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიიდან აიღო და ქავთარაძის, ყაზბეგისა და პეკინის ქუჩების გავლით, შარტავას ქუჩაზე თბილისის მერიის წინ, სკვერში დასრულდება.

ველომსვლელობას „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“, ველოსპორტის ეროვნულ ფედერაციასთან და პარტნიორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობით, საქართველოში გაერო-ს წარმომადგენლობის მხარდაჭერით მართავს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები