LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ავტობუსში ფეხზე დგომა შეიძლება, მარშუტკაში არა! – ვინ აკონტროლებს მგზავრთა რაოდენობას

301
dsc7173-2020-05-29-11-15-17-780982-1024x683-2020-08-27-10-42-07-637693-1024x683

საქართველოში კორონავირუსის ახალი შემთხვევების რაოდენობამ ბოლო ერთი თვეა რეკორდულად მოიმატა, რასაც საკოორდინაციო საბჭოს მიერ გარკვეული სახის შეზღუდვების დაწესება მოჰყვა.

დედაქალაქში პირბადის ტარება სავალდებულოა დახურულ სივრცეში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში. მეტიც, ახალი რეკომენდაციით მოქალაქეებმა პირბადე ღია სივრცეშიც უნდა ატარონ.

პირბადის ტარებაზე მეტროში კონტროლი მკაცრდება

კონტროლს მუნიციპალურ ტრანსპორტში შს სამინისტრო ახორციელებს, ხოლო ე.წ. ყვითელ მარშუტკებში, რომელიც კერძო კომპანიის საკუთრებაა, თავად კომპანიაა პასუხისმგებელი. თბილისის მერიაში “ფორტუნას” განუმარტეს, რომ ავტობუსებში პირბადის ტარებაზე მონიტორინგს კონტროლიორი ახორციელებს, მაგრამ ფეხზე მდგომი მგზავრების რაოდენობა განსაზღვრული არ არის.

მას შემდეგ კი რაც მიკროავტობუსში ფეხზე მდგომი მგზავრების გადაყვანა აიკრძალა, მუნიციპალურ ტრანსპორტში მგზავრთა რაოდენობა გასამმაგდა.

“ავტობუსში ფეხზე დგომა დაშვებულია. ჩვენ მოვუწოდებთ მოქალაქეებს, რომ მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში ისარგებლონ საზოგადოებრივი ტრანსპორტით. მგზავრთა რაოდენობის გაკონტროლების შესახებ გადაწყვეტილება საბჭომ უნდა მიიღოს” – აცხადებენ მერიაში.

“მარშუტკებში” კორონა არ არის?! – აღარ ეტევა ხალხი ტრანსპორტში, არადა სწავლა ჯერ არ დაწყებულა

დედაქალაქის მერიაში არ ადასტურებენ ინფორმაციას ავტობუსების დამატების შესახებ. რაც შეეხება მიკროავტობუსების გაკონტროლების მექანიზმებს, “თბილისის მარშუტკებში” აცხადებენ, რომ მთავრობის მიერ დაწესებული რეგულაციების კონტროლს ამავე კომპანიის მონიტორინგის სამსახური ახორციელებს.

 

 

“მანქანებს  “ყვითელი მარშუტკების” ზედამხედველობის სამსახური გააკონტროლებს. ასევე, შესაძლებელია დაევალოს შს სამინისტროს საპატრულო პოლიციას და ისინი მარტივად განახორციელებენ მონიტორინგს” – აცხადებენ კომპანიაში.

 

დედაქალაქის მერიის სატრანსპორტო პოლიტიკის მიმდინარე პროექტის მიხედვით, თბილისში ამ თვის ბოლომდე ახალი “ფორდის” მოდელის მოკროავტობუსები უნდა შემოვიდეს. ტენდერში მოგებული კომპანია უკვე გამოვლენილია, ხელშეკრულებაც გაფორმებულია.

პოპულალურები