LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ავტობუსი 26 მაისის მოედანზეც შუა გზაში გაჩერდება: ვინ როგორ ივლის განახლებული სქემით

148
FORTUNA.GE (7)

დედაქალაქის მერიის სატრანსპორტო პოლიტიკის განვითარების პროექტის მიხედვით, თბილისში კიდევ ერთი საგზაო სისტემა მოეწყობა. ამის შესახებ “ფორტუნას” მერიაში განუცხადებს. ტრანსპორტის განვითარების სააგენტოს ცნობით, პეკინის გამზირიდან, 26 მაისის მოედნისა და კოსტავას ქუჩის გავლით, გმირთა მოედნამდე ახალი საგზაო სისტემა განხორციელდება.

მოცემულ მონაკვეთზე გათვალისწინებული იქნება:

1. ავტობუსისთვის გამოყოფილი სამოძრაო ზოლი;

2. გაფართოებული ტროტუარები გამწვანების ელემენტებით;

3. ველობილიკები, რომლებიც განთავსდება პეკინის გამზირსა და კოსტავას ქუჩაზე გაფართოებულ ტროტუარზე.

კოსტავას ქუჩაზე ორივე მხარეს მოძრაობისთვის გამოყოფილი უკიდურესი მარჯვენა ზოლები განკუთვნილია საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილებისთვის.

სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე უკიდურესი მარჯვენა და მარცხენა ზოლები დაეთმობა მუნიციპალურ ტრანსპორტს, რომელთა ნაწილი კოსტავას ქუჩაზე, სააკაძის მოედნის მიმართულებით განაგრძობს გადაადგილებას. სხვა დანარჩენი მარშრუტები, მიროტაძის ქუჩის გავლით, პეკინის ქუჩაზე შეძლებენ მოძრაობის გაგრძელებას”, – აცხადებენ მერიაში.

მათივე განმარტებით, პეკინის გამზირიდან გმირთა მოედნის მიმართულებით გადაადგილებისას, გამოყოფილი იქნება სპეციალური ზოლი, რომელიც საზოგადოებრივი ტრანსპორტის შეუფერხებელ გადაადგილებას უზრუნველყოფს.

ასევე, დედაქალაქის ტრანსპორტის განვითარების სააგენტოს ინფორმაციით, პეკინის გამზირიდან მომავალი კერძო ავტომობილებისთვის, დოლიძის ქუჩასთან დასაკავშირებლად, თავისუფალი დარჩება ორი უკიდურესი მარჯვენა ზოლი და საზოგადოებრივი ტრანსპორტი მე-3, შუა ზოლში გაივლის. ამ მონაკვეთის დაფარვის შემდეგ, საზოგადოებრივი ტრანსპორტი ისევ, უკიდურეს მარჯვენა ზოლში გადაინაცვლებს და განაგრძობს გადაადგილებას დადგენილი მარშრუტით.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები