LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ავტობიზნესი ჩიხშია, რეალიზაცია მკვეთრად შემცირდა

189
auto_export_foto1

ავტობიზნესი ჩიხშია, იაპონიიდან იმპორტი თითქმის ნულამდე დავიდა“, – ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას გაზეთი „რეზონანსი“. როგორც გამოცემა წერს, საბანკო რეგულაციებმა საავტომობილო ბიზნესში პრობლემა შექმნა. ავტოიმპორტიორების ინფორმაციით, რეალიზაცია მკვეთრად შემცირდა, რაზეც რეგულაციებთან ერთად გავლენა საბაჟო კოდექსის ცვლილებამაც მოახდინა. განსაკუთრებით იაპონური მანქანების გაყიდვა ჭირს. როგორც დილერები ამბობენ, იაპონიიდან იმპორტი თითქმის ნულამდე დავიდა, თუმცა ამერიკიდან და ევროპის ქვეყნებიდან შემოყვანილი მანქანების გაყიდვის მხრივაც პრობლემაა.

პასუხისმგებლიანი დაკრედიტებისსისტემის ამოქმედებამ პირველად ეფექტი თითქმის ყველა სფეროზე მოახდინა და გაყიდვები შემცირდა. სავარაუდოდ, დროთა განმავლობაში ბაზარი ცვლილებებს მოერგება და კომპანიები ახალი თამაშის წესებით განაგრძობენ მუშაობას, თუმცა მოკლევადიან პერიოდში, სხვა ყველაფერთან ერთად, სესხზე ხელმისაწვდომობის შეზღუდვამ მანქანების რეალიზაციაც შეამცირა“, – ნათქვამია „რეზონანსის“ სტატიაში.

გაზეთის ინფორმაციითვე, მოთხოვნა მეტ-ნაკლებად ჰიბრიდულ ავტომობილებზეა, რომლებსაც რეგულაციები ნაკლებად ეხება და იმპორტს ამ მიმართულებით საფრთხე არ ემუქრება.

ავტოდილერების ნაწილი გაყიდვების კლების ერთერთი მიზეზად სეზონურ ცვლილებასაც მიიჩნევს, თუმცა დასძენენ იმასაც, რომ ვითარების გამოსწორების იმედი ჯერჯერობით ნაკლებად აქვთ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები