LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ავსტრიაში დაბრენდილი ავტომობილი Emotions are Georgia გამოჩნდა (ვიდეო)

351
1

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერით, ქართველმა მრბოლელმა ავსტრიაში დაბრენდილი ავტომობილით Emotions are Georgia, Georgia.travel მიიღო მონაწილეობა.

ევროპის ჩემპიონატის მეოთხე ეტაპი ფორმულა 1-ის ცნობილმა ავტოდრომმა „რედ-ბულ რინგმა“ უმასპინძლა. „რედ-ბულ რინგზე“ გასაკუთრებით შთამბეჭდავი იყო დავით ქაჯაიას კვალიფიკაციის შედეგები, სადაც მან მე-4 საუკეთესო დრო აჩვენა მონაწილე 29 მანქანას შორის.

ქართველი წყვილის სასტუმრო ვენის ცენტრში - განსაკუთრებული ფასებით ქართველებისთვის

კომფორტული გარემო, მისაღები ფასები და ვენის ისტორიული ცენტრი - აპარტამენტები ქართველებისგან

TCR -ის რბოლებს პირდაპირ ეთერში Motorsport-TV და TCR-TV გადასცემს, ჩანაწერს Europort 1 და 2 აჩვენებს. ასევე პირდაპირ ეთერში გადაიცემა ევროპის სხვა სპორტულ არხებზე, ჩემპიონატს მილიონობით მაყურებელი ჰყავს.

რბოლის მიმდინარეობისას TCR TV -ის კომენტატორმა აღნიშნა, რომ დავით ქაჯაია რბოლაზე საქართველოს როგორც ტურისტულად მიმზიდველ ქვეყანას წარმოაჩენს.

რბოლის ფარგლებში სტუმრებს საშუალება ჰქონდათ გაცნობოდნენ საქართველოს კუთხეს, დაეგემოვნებინათ ქართული ღვინო, ჩურჩხელა, ასევე გაცნობოდნენ ტურისტულ ბროშურებს საქართველოს შესახებ.

რბოლაზე დავით ქაჯაია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერით გამოვიდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები