LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ავსტრალიის დედაქალაქში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

984
-110716138-firecanberra

ბოლო ათწლეულების ყველაზე საშიში ხანძარი – ავსტრალიის ფედერალური ტერიტორიის (ACT) ხელისუფლებამ ტყის ხანძრის გაძლიერების გამო საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

BBC-ის ინფორმაციით, რეგიონის სამხრეთ ნაწილში 18 500 ჰექტარი იწვის. ხელისუფლება აცხადებს, რომ ხანძარი, შესაძლოა უკონტროლო გახდეს და ადგილობრივებს შესაძლო ევაკუაციისთვის მზადყოფნისკენ მოუწოდებს.

შეგახსენებთ, ხანძრების შედეგად, რომლებიც ავსტრალიაში სექტემბრიდან მძვინვარებს, 1 200-ზე მეტი სახლი და ხუთ მილიონზე მეტი ტყის მასივი განადგურდა.

ხანძრებს 33 ადამიანის და დაახლოებით ნახევარი მილიარდი ცხოველის სიცოცხლე შეეწირა.

ავსტრალიაში დაუსრულებელი ხანძრების შემდეგ ბუნება კვლავ გაცოცხლდა (ფოტო)

ოჯახი, რომელმაც ავსტრალიაში ხანძრის შედეგად დაშავებული 90 ათასზე მეტი ცხოველი გადაარჩინა

მუსლიმები და ქრისტიანები ერთად: ავსტრალიაში წვიმისთვის ლოცულობენ

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები