LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ავსტრალიის დასახმარებლად: 6 წლის ბიჭუნამ უკვე $100 000-ზე მეტი შეაგროვა

224
australia-clay-koalas

6 წლის საოცარ ბიჭს, რომელიც ავსტრალიის დასახმარებლად თიხის კოალებს აკეთებს, “ფორტუნას” მკითხველი უკვე იცნობს. ოუენ კოლიმ, რომელმაც თიხისგან პატარა ნაცრისფერი კოალების შექმნა დაიწყო, უკვე $100 000 მოაგროვა. თითოეული კოალა 50 დოლარად იყიდება.  ამის შესახებ CNN წერს.

„მინდა, მათ მეტი იცოდნენ ავსტრალიის შესახებ და მსურს, მათ მეტი გაიგონ, რა ცხოველებია ავსტრალიაში“, -თქვა ოუენმა.

6 წლის საოცარი ბიჭი, რომელიც ავსტრალიის დასახმარებლად თიხის კოალებს აკეთებს

შეგახსენებთ, ხანძრების შედეგად, რომლებიც ავსტრალიაში სექტემბრიდან მძვინვარებს, 1 200-ზე მეტი სახლი და ხუთ მილიონზე მეტი ტყის მასივი განადგურდა.

ხანძრებს 25 ადამიანის და დაახლოებით ნახევარი მილიარდი ცხოველის სიცოცხლე შეეწირა.

როგორც იქნა გაწვიმდა: ავსტრალიაში ცეცხლის 30 კერა ჩაქრა

ნალექმა კონტინენტს მცირე შვება მოუტანა.

ასევე იხილეთ:

ავსტრალიაში დაუსრულებელი ხანძრების შემდეგ ბუნება კვლავ გაცოცხლდა (ფოტო)

ოჯახი, რომელმაც ავსტრალიაში ხანძრის შედეგად დაშავებული 90 ათასზე მეტი ცხოველი გადაარჩინა

მუსლიმები და ქრისტიანები ერთად: ავსტრალიაში წვიმისთვის ლოცულობენ

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები