LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ავსტრალიაში დაუსრულებელი ხანძრების შემდეგ ბუნება კვლავ გაცოცხლდა (ფოტო)

1177
81592890-458506544787993-305209365420310528-n

სამხრეთ უელსის ცენტრალურ სანაპიროზე, ორი ადგილობრივი ფოტოგრაფის მიერ გადაღებული ფოტოები ამტკიცებენ, რომ ავსტრალიაში მცენარეებს სიცოცხლე კვლავ უბრუნდებათ.

“მინდოდა საზოგადოებისთვის მეჩვენებინა, როგორ გვეუბნება ბუნება, რომ ყველაფერი კარგად იქნება” – ამბობს ერთ-ერთი ფოტოგრაფი მერი ვურვინდი.

მისი თქმით, ეს ხელახლა გაცოცხლებული მცენარეები, იმედის სიმბოლოები არიან.

ფოტოგრაფები ყვებიან, რომ როდესაც ფოტოები სოციალურ ქსელში გამოაქვეყნეს, ბევრს გაუჭირდა მათი ნამდვილობის დაჯერება და ,,ფოტოშოპის შედეგი” ეგონათ.

ავსტრალიის ბევრ რეგიონში ხანძარი ჯერ კიდევ მძვინვარებს. მერი ვურვინდის თქმით წელს საკმაოდ სევდიანი შობა იყო, რადგან ძნელია ზეიმი, როდესაც ამდენი სიცოცხლე განადგურდა.

შეგახსენებთ, 2019 წლის სექტემბრიდან ავსტრალიაში ტყის ყველაზე მასშტაბური ხანძრები მძვინვარებს. დაუსრულებელი ხანძრების შედეგად 1200-ზე მეტი სახლი და ხუთ მილიონზე მეტი ჰექტარი მიწის ნაკვეთი განადგურდა. ხანძრებს დაახლოებით ნახევარი მილიარდი ცხოველის სიცოცხლე შეეწირა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები