LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ავსტრალიაში 12-15 წლის მოზარდებში “ფაიზერის” გამოყენების ნებართვა გასცეს

69
1

ავსტრალია კოვიდ-19-თან ბრძოლის მიზნით, მორიგ გადაწყვეტილებას იღებს და “ფაიზერის” ვაქცინას, 12-დან 15-წლამდე ასაკის მოზარდებში გამოყენებას იწყებს.

შესაბამისი გადაწყვეტილება ქვეყნის მედიკამენტების მარეგულირებელმა ორგანომ უკვე მიიღო. სიახლე თერაპიული პროდუქტის ადმინისტრაციამ (TGA) უკვე დაამტკიცა.

ინფორმაციას სხვადასხვა მედიასაშუალება ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს

“ავსტრალიაში საყოველთაო ვაქცინაციის კუთხით, წინ კიდევ ერთი ნაბიჯი გადაიდგა. TGA-მ საფუძვლიანად და დამოუკიდებლად შეაფასა როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საერთაშორისო დონეზე არსებული მტკიცებულებები, სანამ ამ ასაკობრივი ჯგუფისთვის  “ფაიზერის” გამოყენების ნებართვას გასცემდა.

ამ დრომდე, “ფაიზერი” ვაქცინა ავსტრალიაში დამტკიცებული იყო 16 წლის და მას ზემოთ მყოფი ასაკის ადამიანებისთვის. ახალი გადაწყვეტილება ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია ამ პროცესში”, – ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრის ამ განცხადებას ჯანდაცვის დეპარტამენტი ავრცელებს.

ჯანდაცვის უწყების ხელმძღვანელის, გრეგ ჰანტის თქმითვე, იმუნიზაციის საკითხებზე მომუშავე ავსტრალიის ტექნიკური საკონსულტაციო ჯგუფი (ATAGI) ახლა განიხილავს ამ გადაწყვეტილებას და გაითვალისწინებს ექსპერტთა რჩევას, თუ რომელი ჯგუფის მოზარდები უნდა იყვნენ პრიორიტეტულ ჯგუფში და როგორ და როდის უნდა ჩატარდეს ვაქცინაცია.

“ATAGI ბოლო დღეების განმავლობაში ხვდებოდა გლობალურ ექსპერტებს, რათა მათგან რჩევები მიეღოთ. ავსტრალიის მთავრობა თანმიმდევრულად ადევნებს თვალყურს ჩვენი სამედიცინო ექსპერტების რჩევებს, რათა რაც შეიძლება სწრაფად და უსაფრთხოდ ჩატარდეს ვაქცინაცია”, – ამბობს მინისტრი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები