LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ავირჩიოთ ფიქრი, გავაზიაროთ ემოცია, შეიცვლება ქცევაც” – ფსიქოლოგი მზიკო დალაქიშვილი

937
93358209-218472959385258-7653615525150326784-n

როგორ შეიძლება სახლში ყოფნისა და თვითიზოლაციის პერიოდი გავხადოთ ნაყოფიერი – ამ თემაზე “ფორტუნას” ფსიქოლოგი მზიკო დალაქიშვილი ესაუბრა.

“ცხოვრებაში არც ერთი წამი ერთნაირი არ არის, ახალი მოვლენებით არის სავსე ჩვენი რეალობაც, თითქოს ნელ-ნელა, მაგრამ სინამდვილეში სწრაფად და მოულოდნელად იცვლება. ადამიანი საკუთარი ყოველდღიურობით იმდენად არის გართული, რომ ცხოვრების ყოველდღიურ ცვალებადობაზე დაკვირვებას ვერ ასწრებს, ხშირად ვერც ამჩნევს. ბავშვები იზრდებიან, მშობლები ბერდებიან, შენობები ინგრევა, ქალაქები შენდება…

ადამიანი, მთელი ცხოვრების მანძილზე, ცდილობს იპოვნოს კომფორტი, სტაბილურობა, რუტინა, რაც შედარებით პროგნოზირებადს და მოსახერხებელს ხდის ცხოვრებას. პიროვნული განვითარების მხრივ აწყობილ ცხოვრებას, პროგნოზირებად ხვალინდელ დღეს, ახასიათებს მოწყენილობა და მოდუნება. დისკომფორტი ის მდგომარეობაა, სადაც ადამიანის სულიერი თუ პიროვნული ზრდა არის შესაძლებელი.

ეს მსჯელობა მოვიტანე იმისთვის, რომ ავირჩიოთ განვითარება, ბრძოლა, ძიების სურვილი. არის გზა გადავრჩეთ, გავჩერდეთ და მომენტზე გავაკეთოთ აქცენტი. სიჩუმე, ოთხი კედელი, ბევრი საქმე, ოჯახის წევრებისთვის გაღებული ზრუნვა და ახალი რეალობა, ჩემი ფიქრით, ეს უფროა ცხოვრება, სიცოცხლეს აქ უფრო ვგრძნობ და ვხედავ, ვიდრე რუტინულ ყოველდღიურობაში, სადაც საქმე, ვალდებულებები, მეგობრები მერე ისევ საქმე, მერე ისევ მეგობრები წესად გვქონდა გქცეული.

საყვარელი საქმის სიყვარული ჩვენშია, საყვარელი მეგობრებიც ჩვენთან არიან, შეიცვალა მხოლოდ ფორმა და არა შინაარსი!

იქნებ ასეც შევხედოთ საკითხს, ამოყირავებულმა რეალობამ დროის გაყვანა შეცვალა ცხოვრებად. სადაც ბევრი წამია იმისთვის, რომ იგრძნო ცხოვრების უმნიშვნელოვანესი მომენტები, საკუთარი ოჯახი წევრების თვალები, გრძნობები, მათი ყოველდღიური ცვლილება, ამ თითქოს მარტივი მაგრამ დღეისათვის დიდი აღმოჩენისთვის თანამედროვე ცხოვრება ხომ არ გვიტოვებდა დროს, როგორც წესი, სულ გვეჩქარებოდა, ყველაფრის მოსწრებაზე ვიყავით, ერთ დიდ რბოლას გავდა ეს ყველაფერი, სადაც უნდა მოასწრო მაგრამ გრძნობა და ცოდნა იმისა, თუ რას ასწრებ და რატომ ბუნდოვანია.

ზუსტად ოთხ კედელში არის ყველაფერი, რაც არის შენი ცხოვრება, ყველა მოგონება, ყველა შენი საყვარელი ნივთი, ყველაფერი, რაც კი შენს ცხოვრებაში მომხდარა და მოგიგროვებია შენმა თავმა იცის.

თუ სახლში გყავთ ოჯახის წევრები, და მარტო არ ცხოვრობთ, თუ მოგბეზრდათ ბევრი საქმე და თან ძალიან დაიღალეთ, გაიხსენეთ კიდევ რამდენი რამ არის, რაც თქვენ მათზე არ იცით და მათ თქვენზე. რომ იცოდეთ, როგორ შეიძლება სჭირდებოდეთ თქვენი მხარდაჭერა მათ, თქვენი ყოფნით როგორ აბედნიერებდეთ, მაშინ, როცა თქვენ შესაძლოა გული გწყდებათ, რომ მოწყვეტილი ხართ საყვარელ საქმეს, მეგობრების წრეს, საზოგადოებას…

რომ იცოდეთ, რამხელა გავლენას ახდენთ საკუთარი აზრით, დამოკიდებულებით, განზრახვით გარემოზე, ზოგადად სამყაროზე, ალბათ, ქცევასაც და ფიქრსაც შეცვლიდით. ადამიანს აქვს უნარი აირჩიოს რა იფიქროს, რადგან აზროვნების უნარი მოგვცა ღმერთმა. რას ვიაზროვნებთ, ჩვენი არჩევანია!

როგორ შეიძლება სახლში, თვითიზოლაციის პერიოდი ნაყოფიერი გავხადოთ?

ძალიან მარტივი რჩევებით შეგვიძლია დავიწყოთ მდგომარეობის შეცვლა:

დაიწყეთ დღიურის წერა, სადაც ყოველდღიურად შეპირდებით თქვენს თავს, რომ ყოველი შეგრძნების არხიდან მიიღებთ სიამოვნებას, ნახეთ, მოისმინეთ, დააგემოვნეთ, შეიგრძენით არომატი, შექმნით! გაუზიარეთ ან გაუყავით სხვასაც, იქნება ეს კერძი, ნახატი, ლექსი, ჩანახატი, ილუსტრაცია. ამით იზრუნებთ საკუთარ თავსა და სხვაზეც. ასე დაიწყებთ გამოცოცხლებას. ჩაინიშნეთ, ეს, თქვენს დღიურში.

გამოიყენეთ დღევანდელობას მოყოლილი ემოციების და გრძნობების სიჭარბე, გადააქციეთ ახალ, თქვენეულ რეალობად.
უნიჭო და უუნარო ადამიანი არ არსებობს, ყველას გვაქვს რაღაცის შექმნის უნარი, მთავარი სურვილია. ჩვენზეა დამოკიდებული, ვიქნებით შემოქმედი, ყველა ემოციას ვაქცევთ მოგონებად თუ, ტელევიზორს ვითომდა გადავაყოლებთ გულს!

მე მჯერა, საკუთარ თავზე ზრუნვას მოაქვს სხვებზე უკეთ ზრუნვის შესაძლებლობა, ასევე მჯერა, მეორე ადამიანზე ზრუნვით, ყველაზე კარგად გამოგვდის საკუთარ თავზე ზრუნვა!
ამ პროცესით ტკობობას გისურვებთ ყველას!

ავირჩიოთ ჩვენი ფიქრი, გავაზიაროთ ემოცია, შეიცვლება ქცევაც!

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები