ვიეტნამის ავიახაზებმა Vietjet კოლეგების მსგავსად ფრენები არ შეაჩერა და, რისკების გათვალისწინებით, მომხმარებლებს საინტერესო წინადადება შესთავაზა. იმ შემთხვევაში თუკი ვინმე ფრენის დროს დაინფიცირდება, ავიაგადამზიდი სრულ პასუხისმგებლობას იღებს და ზიანის ასანაზღაურებლადაც მზადაა. ამის შესახებ ,,ინდეფენდენტი” წერს.

8000 დოლარი ეს იქნება ასანაზღაურებელი თანხა და შეეხება ყველა ფრენას, რომელიც 23 მარტიდან 30 ივნისის ჩათვლით შესრულდება.

ეს დაზღვევა ყველა ბილეთს ავტომატურად მოყვება და მგზავრის ასაკს თუ წარმომავლობას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს.

აღსანიშნავია, რომ ვიეტნამს ამ დროისთვის კორონავირუსის 113 დადასტურებული შემთხვევა აქვს და ხელისუფლება მოსახლეობას მოგზაურობისგან თავის შეკავებას სთხოვს.

 

მსგავსი თემები

რეკლამა: 0:05