LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ავიაციიდან ჯანდაცვაში – გიორგი ჩოგოვაძე სახელმწიფო სამედიცინო ჰოლდინგს უხელმძღვანელებს

191
f

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების შემდეგ, გიორგი ჩოგოვაძე სახელმწიფო სამედიცინო ჰოლდინგის უხელმძღვანელებს. ის ამ პოსტზე ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ წარადგინა.

საწყის ეტაპზე სახელმწიფო სამედიცინო ჰოლდინგში 3 სახელმწიფო კლინიკა: რესპუბლიკური საავადმყოფო, ბავშვთა ინფექციური კლინიკური საავადმყოფო და ონკოლოგიის ეროვნული ცენტრი გაერთიანდება. ეტაპობრივად კი ჰოლდინგში რეგიონალური სამედიცინო დაწესებულებებიც ჩაერთვებიან, რაც ხელს შეუწყობს სამედიცინო სერვისების გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის პრინციპის დაცვას.

შეგახსენებთ, გიორგი ჩოგოვაძე საქართველოს აეროპოტების გაერთიანების დირექტორი 2019 წლის იანვრიდან 2020 წლის იანვრის ჩათვლით იყო. 2019 წლამდე კი მას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პოსტი ეკავა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები