LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ავღანეთში სამგზავრო თვითმფრინავი ჩამოვარდა – ბორტზე 83 ადამიანი იმყოფებოდა

259
1-DDP-CHP--2136planeJPG

ავღანეთში სამგზავრო თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა. თვითმფრინავი ავღანეთის სახელმწიფო ავიაკომპანია Arian AFghan Airlines ეკუთვნოდა.

გაზნის გუბერნატორის პრეს-მდივანმა აფრირ ნური აცნობა, რომ სპეციალისტები კატასტროფის ადგილზე გაემგზავრნენ.

როგორც მსოფლიო მედია წერს, შემთხვევა გაზნის პროვონციაში, სოფელ დეხ იაკთან მოხდა, ამ ტერიტორიას რადიკალური მოძრაობა “თალიბანი” აკონტროლებს.

თვითმფრინავი გერატადან დელის მიმართულებით მიფრინავდა და ავღანეთის სააგენტოების ცნობით, ბორტზე 110 ადამიანი იმყოფებოდა. თუმცა თურქული გაზეთი Daily Sabah წერს, რომ ბორტზე 83 ადამიანი იყო.

თვითმფრინავის ტიპი უცნობია, მაგრამ 2019 წლის აგვისტოს მონაცემებით Ariana Afghan Airlines ფლოტში ორი Airbus A310-300 და ორი Boeing 737 ირიცხებოდა.

ავიაკატასტროფის მიზეზი და სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

 

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები