ბრიუსელში ავტომობილების მოძრაობის მაქსიმალური სიჩქარე საათში 30 კილომეტრი იქნება – ამის შესახებ ბრიუსელის მობილობის, საზოგადოებრივი სამუშაოების და საგზაო უსაფრთხოების მინისტრმა განაცხადა.ელკ ვან დენ ბრანდტის თქმით, გადაწყვეტილება ძალაში 2021 წლიდან შევა და ყველა რაიონზე გავრცელდება.

„ჩვენ უნდა დავამშვიდოთ ქალაქი, შევამციროთ ხმაური და დაბინძურება, დავიცვათ უსაფრთხოება და გავაუმჯობესოთ ხალხის კეთილდღეობა” – აღნიშნა მობილობის მინისტრმა

ამასთან, გამონაკლის შემთხვევებში დასაშვები იქნება საათში 50 ან 70 კილომეტრი სიჩქარე.

მინისტრის განმარტებით, დამონტაჟდება სარადარო სისტემები და ურჩი მძღოლების წინააღმდეგ სანქციები ამოქმდდება. ჯერჯერობით უცნობია, რა სახის სანქციები დაეკისრებათ მძღოლებს წესების დარღვევისთვის.

დედიკა კალატოზი
ავტორი

მსგავსი თემები