LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ავარია ზუგდიდში: გარდაცვლილია 3 ადამიანი

490
53fda0f303c7d0c538d217dafcea2ab4-XL

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დარჩელში, ავტოავარიის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა, ორი კი მძიმედ დაშავდა. შემთხვევა გუშინ გვიან ღამით ზუგდიდი-ანაკლიის გზაზე მოხდა. ავარიის შედეგად დაღუპულებს შორის არიან ცოლ-ქმარი. ადგილზე გამოძახებული იყო როგორც საპატრულო პოლიცია, ასევე სასწრაფო სამედიცინო ბროგადა, რომლებმაც დაშავებულები ადგილობრივ საავადმყოფოში გადაიყვანეს. დაშავებულები ამ დროისათვის  ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში არიან მოთავსებულები. ერთის მდგომარეობა კი განსაკუთრებით მძიმეა.

შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მერვე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ორი ან ორზე მეტი პირის გარდაცვალება გამოიწვია.

რაც შეეხება დამატებით ინფორმაციას, თვითმხილველების თქმით, მანქანა დიდი სისწრაფით მოძრაობდა და მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა. გავრცელებული ინფორმაციით, ავტომობილიგზის სავალი ნაწილიდან მოცურდა და ბორდიურს შეეჯახა.

ზუგდიდში ავარიას მოზარდი ემსხვერპლა

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები