LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აუცილებელი არ არის მთელი ოჯახის, ნათესავების თავშეყრა – გამყრელიძე აბიტურიენტების გულშემატკივრებს მიმართავს

138
BeFunky-collage (2)

“მიღებულია ჩვენთან საქართველოში, რომ ვგულშემატკივრობთ აბიტურიენტებს, მიდის მთელი ოჯახი, ნათესავები, არიან თავშეყრილი და ელოდებიან. არ არის ეს აუცილებელი,”- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორმა “პირველი არხის” ეთერში ისაუბრა.

ამირან გამყრელიძე მოუწოდებს აბიტურიენტების გულშემატკივრებს, რომ საგამოცდო ცენტრების გარე პერიმეტრზე არ შეიკრიბონ და დიდი თავშეყრა აირიდონ.

მოგეხსენებათ, ერთ-ერთი მთავარი რეკომენდაცია არის დისტანცირება, ამიტომ ჯგუფურად ამ დროს ნუ შევიკრიბებით”, — განაცხადა გამყრელიძემ.

ეროვნული გამოცდები 6 ივლისს დაიწყება და 25 ივლისს დასრულდება; რეკომენდაციების მიხედვით, საგამოცდო სივრცეებში წელს 10-ზე მეტი გამოსაცდელი არ დაიშვება. თბილისის მერიის ინფორმაციით, ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის ავტობუსების დამატებითი მარშრუტები დაინიშნება. მერიის ცნობითვე, ავტობუსები საგამოცდო ცენტრების მიმართულებით 06:00 საათიდან იმოძრავებენ და მგზავრებს სტანდარტული ტარიფით, ანუ 50 თეთრად მოემსახურებიან.

შეგახსენებთ, 2 ივლისს, მთავრობის სხდომის დაწყებამდე პრემიერმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ ეროვნული გამოცდები პირბადეების გარეშე ჩატარდება. გახარიას განმარტებით, აბიტურიენტი მერხამდე პირაბდით უნდა მივიდეს, თუმცა უშუალოდ გამოცდის დროს შეეძლება მისი მოხსნა, რადგან მერხი დეზობარიერით იქნება დაცული, ასევე იარსებებს შესაბამისი დისტანცია სხვა მერხებთან.