LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ათონელის რეზიდენციაში პრეზიდენტისა და პრემიერის შეხვედრა გაიმართა: რაზე ისაუბრეს ქვეყნის პირველმა პირებმა

137
salome gaxaria

საპრეზიდენტო რეზიდენციაში საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილსა და პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას შორის შეხვედრა გაიმართა.

„ფორტუნას“ შეხვედრის შესახებ ინფორმაცია პრეზიდენტის ადმინისტრაციამ დაუდასტურა.

„პრეზიდენტსა და პრემიერს შორის მსგავსი ტიპის სამუშაო შეხვედრები რეგულარულად იმართება“, – განუცხადეს „ფორტუნას“ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში არ აკონკრეტებენ თემას, რაზეც პრემიერმა და პრეზიდენტმა ისაუბრეს.

თუმცა, ვრცელდება ვარაუდები, თუ რაზე შეიძლებოდა ესაუბრა, ქვეყნის ორ პირველ პირს.

ერთ-ერთი ვარაუდით, საუბრის თემა შესაძლოა გიორგი რურუას შეწყალების საკითხი იყოს. როგორც ცნობილია, გიორგი რურუას სასამართლომ 4-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

აიძულებენ თუ არა ზურაბიშვილს რურუას შეწყალებას – ყოფილი მხედრიონელის გზავნილი ციხიდან

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები