LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ათასობით ვაქცინის გადაყრის გამო, ეგვიპტეში სამი ადამიანი დააკავეს

67
1

ათასობით ვაქცინის გადაყრის გამო, ეგვიპტის ქალაქ მანიაში სამი ადამიანი დააკავეს. 

ეგვიპტის პროკურატურამ დაკავების ბრძანება გუშინ, მას შემდეგ გასცა, რაც გადაყრილი ვაქცინის დოზები წყლის არხთან აღმოაჩინეს.

ფაქტის ამსახველი კადრები ვირუსულად გავრცელდა სოციალურ ქსელებშიც.

როგორც პროკურატურაში აცხადებენ, გამოუყენებელი ვაქცინის ათასობით დოზა ქალაქ მანიაში, წყლის არხის გასწვრივ იპოვეს.

უწყების ცნობით, ვაქცინები გამოყვეს მანიას ჯანდაცვის უწყებისთვის, სადაც ინსპექტირების შედეგად 18 400 ვაქცინის დანაკლისი დადგინდა, რომლის საერთო ღირებულებაც 5 მილიონ ეგვიპტურ ფუნტზე მეტი, 319 000 აშშ დოლარია.

კონკრეტულად რომელ ვაქცინაზეა საუბარი, პროკურატურის განცხადებაში აღნიშნული არ არის, თუმცა ადგილობრივი მედია წერს, რომ საუბარია “სინოფარმის” ვაქცინაზე, რომელიც გამოყენებისთვის ახლა უკვე უვარგისია, რადგან მათი შენახვისთვის აუცილებელი პირობები დაირღვა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები