LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ასპინძაში ავარიას ორი ახალგაზრდა ემსხვერპლა

384
avaria

ასპინძაში, სოფელ ტოლოშთან ავარია მოხდა. შემთხვევის შედეგად ორი ახალგაზრდა დაიღუპა.

სავარაუდოდ, მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და მანქანა ხევში გადავარდა.

როგორც თვითმხილველები ამბობენ, ერთი ახალგაზრდა ადგილზე გარდაიცვალა, მეორე სასწრაფომ კლინიკაში გადაიყვანა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

როგორც “ფორტუნას” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადესგამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

ცნობისთვის, დღეს ავარია მოხდა სამტრედიასთანაც. ავტოსაგზაო შემთხვევას 5 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

საზარელი ავტოსაგზაო შემთხვევა სამტრედიასთან: დაიღუპა 5 ადამიანი

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები