LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აშშ-ში ყველა გასართობი დაწესებულება, მათ შორის კაზინოები დაიხურა – აკრძალვა 30 დღე გაგრძელდება

177
BeFunky-collage (2)

ნევადას შტატში ყველა გასართობი დაწესებულება დაიხურა, მათ შორის ცნობილი კაზინო „ლას ვეგასი“. ინფორმაციას Las Vegas Sun  ავრცელებს. როგორც გამოცემა წერს, კორონავირუსის პრევენციის მიზნით მიღებული აკრძალვები 30 დღე გაგრძელდება.

“რა გსურთ გააკეთოთ თქვენი ცხოვრებისა და იმ ადამიანების სიცოცხლის გადასარჩენად, ვინც გიყვართ? სერიოზულად მოეკიდეთ ამ საკითხს. გთხოვთ, დარჩით სახლში,” – განაცხადა შტატის გუბერნატორმა სტივ სისოლაკმა.

გარდა ამისა, შტატში შეჩერდა სავაჭრო ცენტრების, რესტორნების, ბარებისა და  სპორტდარბაზების ფუნქციონირება.

ცნობისთვის, ქვეყანაში, სადაც კორონავირუსით ინფიცირების 5 ათასზე მეტი შემთხვევა ფიქსირდება, დონალდ ტრამპი ახალი ინიციატივით გამოდის.

ერთი ტრილიონი დოლარი ხალხს: ტრამპი კორონავირუსთან საბრძოლველად ინიციატივით გამოდის

თითოეული ამერიკელი, ორი კვირის განმავლობაში, ათასი ამერიკული დოლარის ქვითარს მიიღებს.

ტრამპის ადმინისტრაცია კორონავირუსის გამო, ეკონომიკის სტიმულირებისთვის 1,2 ტრილიონი დოლარის გამოყოფას გეგმავს. კოვიდ 19-მა შტატებში 85 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

რაც შეეხება გლობალურ მონაცემებს, კორონავირუსმა უკვე 165 ქვეყანა მოიცვა. მსოფლიო მასშტაბით, გარდაცვლილთა რაოდენობამ 826-ით მოიმატა და 7 987 შეადგინა. მნიშვნელოვნად იკლებს სიკვდილიანობის და ინფიცირების შემთხვევები ჩინეთსა და სამხრეთ კორეაში.

13 დაინფიცირებული და 900-ზე მეტი გამოჯანმრთელებული – ჩინეთში კორონავირუსის ახალი შემთხვევების რაოდენობა მცირდება

8 ახალი შემთხვევა დადასტურდა სომხეთში და დაავადებულთა რაოდენობა 72- მდე გაიზარდა. კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა თურქეთში.

თურქეთში კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

ვითარება კვლავ კრიტიკულია იტალიაში. ქვეყანაში ბოლო ერთ დღეში გარდაცვალების 345 და ინფიცირების 3 ათას 500-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსრდა. COVID-19-ის 31 ათასზე მეტი დადასტურებული შემთხვევიდან კი 3 ათასამდე პაციენტი უკვე გამოჯანმრთელდა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები