მისურის შტატში მდებარე ქალაქ სენტ-ლუისში სროლას 3 წლის ბავშვი ემსხვერპლა. როგორც ადგილობრივი მედია პოლიციაზე დაყრდნობით წერს, რამდენიმე ბავშვი უფროსებთან ერთად ქუჩაში იყო, როდესაც მოძრავი ავტომობილიდან ცეცხლი გახსნეს.
შემთხვევის შედეგად დაიჭრა ერთი პირი. 6 წლის ბიჭი საავადმყოფოში გადაიყვანეს, მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. 3 წლის გოგოს გადარჩენა კი ექიმებმა ვერ მოახერხეს
მომხდარის სხვა დეტალები უცნობია