LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აშშ-ში ქარიშხალ – „იდას “ პირველი მსხვერპლი მოჰყვა – ლუიზიანის შტატი კატასტროფის ზონად გამოცხადდა

71
ლუიზიანა

ამერიკაში, ლუიზიანის შტატში უძლიერეს ქარიშხალ – „იდას “ პირველი მსხვერპლი მოჰყვა. გამოცემა CNN-ი ადგილობრივ პოლიციაზე დაყრდნობით წერს, რომ მოგლეჯილი ხის დაცემის შედეგად, ერთი ადამიანი გარდაიცვალა.

ქარის სიჩქარე პიკზე  240კმ/სთ-ს აღწევდა. ქარიშხალს თან ახლავს ძლიერი წვიმა. ლუიზიანის ზოგიერთ რაიონში წყალდიდობა დაიწყო.

მედიის ცნობით, ქარიშხალმა ელექტროგადამცემი ხაზები დააზიანა. მილიონზე მეტი ადამიანი ენერგომომარაგების გარეშეა დარჩენილი.

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ლუიზიანის შტატის 25 ოლქი კატასტროფის ზონად გამოაცხადა, რაც იმას ნიშნავს, რომ სტიქიით დაზარალებულთა საჭიროებები ფედერალური ბიუჯეტიდან დაფინანსდება.

აშშ-ის მეტეოროლოგიურმა სამსახურმა ლუიზიანის მოსახლეობა „იდას“ მოახლოების შესახებ წინასწარ გააფრთხილა, რის გამოც შტატის ყველაზე მჭიდროდ დასახლებული ახალი ორლეანი და სხვა ქალაქები ბევრმა ადამიანმა დატოვა.

2005 წლის აგვისტოში, დამანგრეველმა ქარიშხალმა „კატრინამ“ ახალ ორლეანში 1800-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები