LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აშშ-ში პირბადის ტარების წესის დარღვევისთვის ჯარიმა 3 000 დოლარამდე იზრდება

73
1

ამერიკის შეერთებულ შტატებში მგზავრს, რომელიც უარს იტყვის ნიღბების ტარებაზე, შესაძლოა მალე 3 000 დოლარამდე ჯარიმა დაეკისროს.

სატრანსპორტო უსაფრთხოების ადმინისტრაცია (TSA) პირბადის ტარების წესის დარღვევისთვის ჯარიმებს აორმაგებს, უკვე განმეორებით დარღვევის შემთხვევაში კი მას 3 000 დოლარამდე ზრდის.

გადაწყვეტილების შესახებ სატრანსპორტო უსაფრთხოების ადმინისტრაციამ გუშინ განაცხადა, დადგენილება კი ძალაში დღეიდან შევიდა:

“ორმაგდება ჯარიმები იმ მგზავრებისთვის, რომლებიც არ დაიცავენ ნიღბის ტარების ფედერალურ წესს საჰაერო, თუ სხვა სახის ტრანსპორტში. მინიმალური ჯარიმები გაორმაგდება, წესის განმეორებით დარღვევისათვის კი 500-დან და 3 000 დოლარამდე გაიზრდება.

ბაიდენის განკარგულებით, მილიონობით დასაქმებულისთვის ვაქცინაცია სავალდებულო ხდება

ჩემი გზავნილი არავაქცინირებული ამერიკელებისთვის ასეთია: კიდევ რას ელოდებით? მეტი რა უნდა ნახოთ?, - აცხადებს ჯო ბაიდენი.

პირბადის ტარების ვალდებულება, რომელიც სექტემბრის შუა რიცხვებში იწურებოდა, გასულ თვეში შტატების ადმინისტრაციამ 18 იანვრის ჩათვლით გაახანგრძლივა. მიზეზი კი ვირუსის კვლავ მასობრივი გავრცელებაა.

“თუ თქვენ დაარღვევთ წესებს, მზად იყავით გადახდისთვის”, – განაცხადა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გუშინ და  ვირუსის აღმოფხვრის ყოვლისმომცველ ზომებზეც ისაუბრა.

“და, სხვათა შორის, გამოიჩინეთ გარკვეული პატივისცემა,” – თქვა ბაიდენმა ბორტგამცილებლების მიმართ ურჩი და ხშირად ძალადობრივი ქცევების გახშირების გამო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები