LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აშშ-ში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 124 ათასს გადააჭარბა – მსოფლიო სტატისტიკა

317
BeFunky-collage (1)

მსოფლიო მასშტაბით ყველაზე მეტი ინფიცირებული ამერიკის შეერთებულ შტატებში ფიქსირდება. ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ვებგვერდზე გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, აშშ-ში  ამ დროისთვის,  კორონავირუსი შტატებში  124 464 ადამიანს დაუდგინდა. აქედან,  2 191 გარდაიცვალა, 1095 კი განიკურნა.

შემთხვევების რაოდენობით მეორე ადგილს მსოფლიოში იტალია – 92 472, მესამე ადგილზე – ჩინეთი 82 057, მეოთხეს კი ესპანეთი – 73 275 იკავებს.

რაც შეეხება ფატალურ შემთხვევებს , ყველაზე მაღალი მაჩვენებელი კვლავ იტალიაში ფიქსირდება, სადაც კორონავირუსმა უკვე 10 023 ადამიანი იმსხვერპლა.

ესპანეთში გარდაცვლილთა რაოდენობა 6 000 აღწევს, ხოლო ჩინეთში 3 300-ს გადააჭარბა.

„კოვიდ-19“-ის სახელით ცნობილი ვირუსი პირველად ჩინეთში, უხანში გავრცელდა. დღეს კი ვირუსი საერთაშორისო მასშტაბით 177 ქვეყანასა და ტერიტორიაზე ფიქსირდება. ინფიცირებულების საერთო რაოდენობა 652 079-ს შეადგენს. დაღუპულია 30 313 ადამიანი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები