LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აშშ-ში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

1008
WUHAN, CHINA - JANUARY 17:  WUHAN, CHINA - JANUARY 17: (CHINA OUT) Medical staff transfer patients to Jin Yintan hospital on January 17, 2020 in Wuhan, Hubei, China. Local authorities have confirmed that a second person in the city has died of a pneumonia-like virus since the outbreak started in December. (Photo by Getty Images)

აშშ-ში ახალი კორონავირუსით დაავადების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს.

დაავადებით ინფიცირების შემთხვევა ვაშინგტონში დაფიქსირდა. ახალი კორონავირუსი ჩინეთის გარდა კიდევ ოთხ ქვეყანაში აღრიცხეს.

ჩინეთში გავრცელებული კორონავირუსით 6 ადამიანი გარდაიცვალა და ავადობის 300 შემთხვევა დაფიქსირდა.

ახალი ვირუსი კორონა ვირუსების იმავე ოჯახიდანაა, როგორც მძიმე მწვავე რესპირატორული სინდრომი, რომელმაც 2002-2003 წლებში, მსოფლიოს მასშტაბით 800-მდე ადამიანი იმსხვერპლა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები