LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აშშ-ში კაცმა ტუალეტის ქაღალდით სავსე სატვირთო ავტომობილი გაიტაცა

358
Toilet-Paper-Guilford-County-Sheriffs-Office

აშშ-ში, კაცმა ტუალეტის ქაღალდებით სავსე სატვირთო ავტომობილი გაიტაცა. შემთხვევა ჩრდილოეთ კაროლინაში მოხდა. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია Fox News-ი ავრცელებს.

როგორც ადგილობრივი პოლიციის განცხადებაშია ნათქვამი, სატვირთომ ყურადღება იმის გამო მიიპრყო, რომ მაგისტრალზე წესებს უხეშად არღვევდა.

მას შემდეგ კი, რაც სატვირთოს პოლიცია დაედევნა, აღმოჩნდა, რომ ის გატაცებული იყო.

ტუალეტის ქაღალდების დეფიციტის გამო ავსტრალიურმა გამოცემამ გაზეთს 8 ცარიელი გვერდი ჩაამატა

გაზეთის მთავარი რედაქტორის განცხადებით, ამის გამო გაზეთი ძალიან კარგად იყიდება.

როგორც მანქანის ჩხრეკისას აღმოჩნდა, სატვირთოში სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნივთთან ერთად, 8 ტონა ტუალეტის ქაღალდი იყო.

განცხადებაში შერიფმა აღნიშნა, რომ პოლიცია შეგნებულად არ დაასახელებს გამტაცებლის სახელსა და გვარს, რადგან ტუალეტის ქაღალდის საკითხი დღესდღეობით ძალიან “სენსიტიურია.”

ცნობისთვის, კორონავირუსის პანდემიის ფონზე მთელს მსოფლიოში ტუალეტის ქაღალდზე მოთხოვნა მკვეთრად გაიზარდა.

მესი გამოწვევას შეუერთდა და ტუალეტის ქაღალდით აკენწლა (ვიდეო)

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები