LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აშშ-ში ერთ დღეში კორონავირუსით 1 922 ადამიანი გარდაიცვალა

138
BeFunky-collage (10)

აშშ-ში ერთ დღეში კორონავირუსით 1922 ადამიანი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს. ეს მაჩვენებელი რეკორდულია. ქვეყანაში 431 ათასზე მეტს დაუდასტურდა “კოვიდ 19” და ჯამში, 9 აპრილის მონაცემებით, ვირუსის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობამ 14 817-ს მიაღწია.

განსაკუთრებით რთული მდგომარეობაა ნიუ იორკში, სადაც გასული დღე ღამის განმავლობაში 700-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა. სულ ნიუ იორკში ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე ექვსი ათასზე მეტი ადამიანი დაიღუპა.

„ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტზე“  CNN წერს, რომ მსოფლიოში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობამ 1,5 მილიონს გადააჭარბა. მათივე ინფორმაციით, ვირუსით დაღუპულია 88 000-ზე მეტი ადამიანი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები