LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აშშ-ში COVID-19-ის ვაქცინა, შესაძლოა დეკემბერში შეიტანონ

80
-115602284-hi064300325

აშშ-ში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროგრამა შესაძლოა 11-12 დეკემბერს დაიწყოს. ამის შესახებ მოსეფ სლაუიმ CNN-ს განუცხადა.

მისივე თქმით, პრეპარატის იმუნიზაციის ცენტრებში გადატანა ნებართვის გაცემიდან 24 საათში დაიწყება. საუბარია Pfizer-ისა და BioNTech-ის ვაქცინაზე, რომლის ავტორიზაციაზეც განაცხადი აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციაში უკვე შეტანილია.

აშშ-ში „კოვიდ-19“-ით ინფიცირებულთა რიცხვმა 12 მილიონს გადააჭარბა. ინფორმაციას „სიენენი“ ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს. ბოლო 12 დღის განმავლობაში ქვეყნის მასშტაბით კორონავირუსი ორ მილიონ ადამიანს დაუდასტურდა.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, აშშ-ში „კოვიდ-19“-ით სულ 255 414 პაციენტი გარდაიცვალა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები