LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აშშ-ში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 13 ათასი ლიტრი თხევადი შოკოლადი დაიღვარა

collage

ამერიკის შეერთებულ შტატებში, არიზონაში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაახლოებით 13 ათასი ლიტრი თხევადი შოკოლადი დაიღვარა.

სატვირთო მანქანა, რომელსაც თხევადი შოკოლადი გადაჰქონდა, გადატრიალდა. ინციდენტის შედეგად სატვირთო მანქანის მძღოლი არ დაშავებულა. ავარიის სავარაუდო მიზეზად ტექნიკური გაუმართაობა დასახელდა.

გზის დასასუფთავებლად სპეციალურ სამსახურებს ოთხ საათზე მეტი დასჭირდათ, რის გამოც ავტომაგისტრალზე შეიზღუდა ტრანსპორტის მოძრაობა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები