LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აშშ შეშფოთებას გამოთქვამს ხაზარაძისთვის ბრალის წაყენების კონტექსტსა და დროსთან დაკავშირებით

87
american-flag-619x330

ამერიკის შეერთებული შტატები მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მიმართ ბრალის წაყენებისა და დროის გარემოებასთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოთქვამს. ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის საელჩის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

განცხადებაში საელჩო აღნიშნავს, რომ აშშ კვლავ მხარს უჭერს ანაკლიის პორტის პროექტს.

მაინც ავაშენებთ! - მამუკა ხაზარაძის პირველი კომენტარი პროკურატურის განცხადების შემდეგ

პროკურატურა სასამართლოს მიმართავს მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძისათვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების თაობაზე.

“ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ „თი-ბი-სი“ ბანკის თანადამფუძნებლების მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მიმართ წაყენებული კრიმინალური ბრალდებების ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს.

ჩვენ შეშფოთებას გამოვთქვამთ ბრალის წაყენების კონტექსტსა და დროის გარემოებასთან დაკავშირებით.

მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს ბრალს წაუყენებენ - რას ედავება პროკურატურა ბიზნესმენებს?

საუბარია 16 მილიონზე მეტი დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაზე.

მიუკერძოებელი და გამჭვირვალე სამართლებრივი სისტემა, რომელიც თავისუფალია პოლიტიკური გავლენისაგან, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საქართველოს დასავლური ინტეგრაციისა და უცხოური ინვესტიციების მოზიდვის საქმეში.

ჩვენ კვლავ მხარს ვუჭერთ ანაკლიის პორტის პროექტს, რომელიც ამერიკული ინვესტიციის მნიშვნელოვანი წყაროა საქართველოში და, რომელსაც აქვს პოტენციალი, ხელი შეუწყოს ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას”, – აღნიშნულია საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები