LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აშშ საქართველოს კიდევ 27 000 ტონა ხორბალს აჩუქებს

78
84401819-3104661689566932-2674843591146209280-o

ამერიკისგან საქართველო საჩუქრად კიდევ 27 000 ტონა ხორბალს მიიღებს. ამის შესახებ აშშ-ს ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა განაცხადა:

„საქართველოს საელჩო აგრძელებს ქართველი ხალხის დახმარებას. მოხარული ვარ გაცნობოთ, რომ ამერიკის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის “სურსათი პროგრესისთვის” პროგრამის ფარგლებში, საქართველოს აჩუქებს დამატებით 27,000 ტონა მაღალი ხარისხის ხორბალს, რათა დაეხმაროს ქვეყანას პანდემიის დროს. ეს დაემატება იმ 27,000 ტონა ხორბალს, რომელიც საქართველომ უკვე მიიღო დეკემბრის თვეში. იმის გათვალისწინებით, რომ სხვა ქვეყნებმა აკრძალეს ხორბლისა და მარცვლეულის ექსპორტი, ამერიკის შეერთებული შტატები იძიებს გზებს, რათა დაეხმაროს საქართველოს უფრო მეტი ხორბლის უზრუნველყოფაში.

ამ პროექტში ვთანამშრომლობთ არაჩვეულებრივ პარტნიორებთან, მათ შორის – კომპანია “ლენდ ო’ლეიქს ვენჩერ 37“, მიჩიგანის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველოს ფერმერთა ასოციაცია, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, სურსათის ეროვნული სააგენტო და საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო,” – განაცხადა კელი დეგნანმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები