LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აშშ-ის საელჩო საოკუპაციო ძალებს: დაუყონებლივ გათავისუფლდეს ვაჟა გაფრინდაშვილი

526
us-embassy-graphic

საქართველოში აშშ-ის საელჩო საოკუპაციო ძალების მისამართით განცხადებას ავრცელებს.

,,აშშ-ის საელჩო მოუწოდებს, დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს ვაჟა გაფრინდაშვილი, ცნობილი ქართველი ექიმი და საქართველოს ტრავმატოლოგ-ორთოპედთა ასოციაციის პრეზიდენტი, რომელსაც 15 ნოემბერს საქართველოს სამხრეთ ოსეთის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლებამ ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა”

ექიმი: გაფრინდაშვილი არ აღიარებს "საზღვრის კვეთის" ბრალდებას, ამბობს, რომ ქართულ მიწაზეა

ერთადერთ რამეს ითხოვენ ვაჟა გაფრინდაშვილისაგან - აღიაროს საზღვრის გადაკვეთა, რაზედაც ბატონი ვაჟა კატეგორიულ უარს აცხადებს

ამასთან, აშშ-ის საელჩო საოკუპაციო ძალებს მოუწოდებს, დაუყონებლივ შეწყდეს ადმინისტრაციული გამყოფი ზოლის მიმდებარედ გადასაკვეთი პუნქტების ჩაკეტვა.

“ჩვენ ხაზგასმით ვუჭერთ მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ რუსეთს, შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ყველა ვალდებულება, მათ შორის, ძალების გაყვანა კონფლიქტამდე არსებულ პოზიციებზე, ამ რეგიონებში ჰუმანიტარული დახმარების თავისუფალი წვდომის უზრუნველყოფა და საქართველოს რეგიონების: აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად ცნობის გაუქმება,”- წერია საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

https://www.facebook.com/usingeo/posts/10157688693887954?__xts__[0]=68.ARBlT0E9HalAYZDXmhEyQ3DZVDc7PvcUAIxdYLMQo4wyTVeZdpPERKRoxObDz62XxrrD8wKb0dN8KmrSbW6MhJjmgetG0Y0W-rmS4ISsGVt7GFkwLnKe-bLZG8kOtn7B0d0rSMbERpwF-Mg7zeK4mESYp4b7TWR0a4SDE2Aa-9Sauxg0wPWbAbl1esr4mR4zs9HLHRS6LsSFMzUlY4-83UNJoA4PtjXFXu14IUcxrQ-X7aemPdlhcVVAyQKpC4hI7g1X9_CMAvx9p_OvqcgZTglkBob5X9I4iU8HbNTQcQRszGa3X13v0LR5LMMJvWxAHimxemxconxW6g&__tn__=-R

უკვე ერთი კვირაა ტყვეობაში რჩება ქართველი ექიმი, ვაჟა გაფრინდაშვილი, რომელიც ე. წ.ი საზღვრის უკანონო კვეთისთვის ოკუპანტებმა დააკავეს. ოკუპირებული ცხინვალის ე.წ სასამართლომ გაფრინდაშვილს 15 ნოემბერს 2-თვიანი პატიმრობა შეუფარდა.

პრეზიდენტმა ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები