LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აშშ-სა და საქართველოს შორის 5G ქსელის უსაფრთხოების შესახებ მემორანდუმი გაფორმდა

83
BeFunky-collage

აშშ-სა და საქართველოს შორის მეხუთე თაობის უსადენო საკომუნიკაციო ქსელების (5G) უსაფრთხოების შესახებ მემორანდუმზე ხელმოწერა ონლაინ რეჟიმში გაიმართა. ინფორმაციას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

მემორანდუმში ხაზგასმულია აშშ-სა და საქართველოს თანამშრომლობის მნიშვნელობა 5G ქსელების განვითარების მიმართულებით. ამ მემორანდუმით საქართველო შეუერთდა “Clean Network”-ის ინიციატივას, რაც ხაზს უსვამს სანდო მომწოდებლებისგან 5G ქსელის უსაფრთხოებისათვის საჭირო აპარატურისა და პროგრამული უზრუნველყოფის პროდუქტების გამოყენებას, მოქალაქეთა კონფიდენციალურობისა და სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურაზე არასანქცირებული წვდომისგან დაცვას და ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფას.

დოკუმენტის საფუძველზე აშშ-ს მთავრობასთან საქართველოს თანამშრომლობა ხელს შეუწყობს 5G ქსელების უსაფრთხოების უზრუნველყოფას, სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის დაცვას, მონაცემთა დაცვას და ადამიანის კონფიდენციალურობის უზრუნველყოფას. დოკუმენტში აღნიშნულია საკომუნიკაციო ქსელების შეფერხებებისა ან მანიპულირებისგან დაცვის მნიშვნელობა.

მემორანდუმში ხაზგასმულია 5G ბაზრებზე საიმედო და სანდო ქსელის აპარატურისა და პროგრამული უზრუნველყოფის მომწოდებლების მხარდაჭერის აუცილებლობა ეროვნული უსაფრთხოების რისკის პროფილის შეფასების გათვალისწინებით და, ასევე, ისეთი ინფრასტრუქტურის ხელშეწყობის საჭიროება, რომლებიც ეფექტურად იცავს 5G ქსელებს არასანქცირებული წვდომისგან ან ჩარევისგან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები