LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აშშ-ს მთავრობა საქართველოს ეროვნული პარკების შენარჩუნებისთვის $1,6 მილიონს გამოყოფს

112
71077674-750498258734680-274317203258474496-o

აშშ-ის მთავრობამ საქართველოს ეროვნული პარკების დასაცავად $1,6 მილიონი გამოყო. როგორც  აშშ-ის საელჩოს განცხადებაშია ნათქვამი პროგრამის მთავარი მიზანი საქართველოს ეროვნული პარკების შენარჩუნება და ეკონომიკური პერსპექტივების შექმნაა. არსებული ინფორმაციით, პროგრამა ხუთი წლის განმავლობაში გაგრძელდება.

“საქართველოს ბუნება ფასდაუდებელია და მისი შენარჩუნება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ქვეყნის თვალწარმტაცი ეროვნული პარკების დასაცავად და მათი ეკონომიკური მდგრადობის მისაღწევად ამერიკის მთავრობა დღეიდან იწყებს $1.6-მილიონიან, ხუთწლიან პროგრამას, რომლის მიზანიც საქართველოს ეროვნული პარკების შენარჩუნება და მათთვის ეკონომიკური შესაძლებლობების გაჩენაა.”

https://www.facebook.com/usingeo/posts/10157597979572954

წინა თვეში ცნობილი გახდა, რომ თბილისში ბავშვთა ონკოლოგიური ცენტრის პროექტი აშშ-ის მთავრობამ 700 ათასი დოლარით დააფინანსა.

ბავშვთა ონკოლოგიური ცენტრის დასაარსებლად აშშ-მა საქართველოს $700 ათასი გადასცა

ასევე, ცნობილი გახდა, რომ ოკუპაციის ზოლის მიმდებარედ ადგილობრივების დასაქმების ხელშეწყობისთვის, აშშ-ის მთავრობა ახალი საწარმოს დასაფუძნებლად აშშ-ის მთავრობამ 500 ათასი დოლარი გამოყო.

სოფელ კოკში თხილის გადამამუშავებელი საწარმო გაიხსნა

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები